weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემა აიკრძალა

15:14 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო (პრემია) აღარ გაიცემა.

აღნიშნული კანონის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემა საერთოდ იკრძალება: საქართველოს პრეზიდენტზე, პარლამენტის წევრებზე, პრემიერ-მინისტრზე და მინისტრებზე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების თავმჯდომარეებზე, სახელმწიფო რწმუნებულებზე - გუბერნატორებზე, მუნიციპალიტეტების მერებზე, ასევე საკრებულოების ყველა თანამდებობის პირზე (საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე). 

გარდა ამისა, 2018 – 2020 წლების განმავლობაში, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის იკრძალება ხელფასის ოდენობის გაზრდა. 

გარდამავალ პერიოდში, 2021 წლის 1 იანვრამდე, სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემა დასაშვები იქნება მინისტრის მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრების მოადგილეებზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეებზე. 

ამასთან, ამ თანამდებობის პირებისათვის დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. კერძოდ, წლის განმავლობაში სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20 %-ს, ხოლო ფულადი ჯილდოს მაქსიმალური ოდენობა - წლიური თანამდებობრივი სარგოს 10 %-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]