weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა

16:01 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის საპარლამენტო მდივნად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. პრეზიდენტის განცხადებით, ანა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხმაა იმ საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ვითარდებოდა.

„ქართული საზოგადოება კარგად იცნობს მის მოღვაწეობას როგორც იურისტის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პრნციპულ და მნიშვნელოვან ხმას იმ სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ და საკანონმდენლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავალობაში. გამომდინარე სწორედ მისი ხედვიდან, მისი ერთგულებიდან პრონციპების მიმართ, მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან, შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს. მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან - საქართველოს პარლამენტთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობის შექმნაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა დოლიძეს შეცვლის, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი 2014 წლიდან 2017 წლის დეკემბრამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. მანამდე ის ამ ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]