weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის მერმა ბიზნესიდან 20 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

13:21 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მისი კუთვნილი კომპანიებიდან 2017 წელს საერთო ჯამში 20 556 503 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. მათ შორის, შპს „კუპერ ორე“-დან - 17 179 200 ლარი, შპს „მეტალექს ტრანსი“-დან - 3 325 000 ლარი. მერის თანამდებობაზე მისი წლიური ხელფასი 33 000 ლარია.

გოჩა კურდღელია ქალაქ ფოთის მერის თანამდებობას 2017 წლის 12 ნოემბერიდან იკავებს. მანამდე იგი ბიზნესმენი იყო და ამ საქმიანობას დღემდე აგრძელებს. 

ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, 2017 წელს გოჩა კურდღელიას შემოსავალი სხვადასხვა კომპანიებიდან 20.5 მილიონ ლარს აღემატებოდა. კერძოდ, როგორც „კუპერ ორეს“ და „მეტალექს ტრანსის“ მეწილემ, მან წლის განმავლობაში 20 504 000 ლარი მიიღო. 

გარდა ამისა, გოჩა კურდღელიამ შპს „Caucasian metals terminal“-ის დირექტორის პოზიციაზე ხელფასის სახით მიიღო 39 803 ლარი, ხოლო როგორც შპს „ტრანსმარინეს“ ფინანსურმა მენეჯერმა - 12 500 ლარი. ამ პოზიციებზე იგი 2017 წლის 31 ოქტომბრამდე მუშაობდა. 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დღეისათვის გოჩა კურდღელია ფლობს ბიზნესწილებს 13 საწარმოში: შპს „კუპერ ორე“ (100 %), შპს „ბათპორტ მეტალ სერვისი“ (100 %), შპს „ჯეოსკალ“ (30 %), შპს „ნატურალური კვება“ (34 %), შპს „ევ-აზ ტრანსი“ (34 %), შპს „Caucasian metals terminal“ (15 %), შპს „მეტალექსი“ (3.5 %), შპს „მეტალექს ტრანსი“ (3.5 %), შპს „მეტალექს+“ (3.5 %), შპს „რაგბის კლუბი კოლხი რაინდები“ (25 %), შპს „ნიუ ფრი“ (34 %), შპს „ცისარტყელა“ (29 %) და შპს „ფაზისი პლაზა“ (12.5 %). 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერს, როგორც საჯარო მოსამსახურეს, არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, მას შეუძლია მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა. იმავდროულად, იგი ვალდებულია, საჯარო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა პირს გადასცეს სამართავად კომერციულ საწარმოში მისი კუთვნილი კაპიტალის წილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]