weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოლნისში მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 3950 ლარამდე გაიზარდა

14:31 ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018
ფოტოზე ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი ფოტოზე ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი

ბოლნისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 3950 ლარი, მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა 3100 ლარი, მერის მოადგილისა კი 2850 ლარი გახდა.

დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ ბოლნისის საკრებულომ 2018 წლის 15 იანვარს მიიღო, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან მოახდინა. 

მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ ჟორჟოლიანის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2018 წლის 1 იანვრამდე 2650 ლარს შეადგენდა, 3950 ლარამდე გაიზარდა. 

2200 ლარიდან 3100 ლარამდე გაიზარდა მერის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოები, მერის კიდევ ორი მოადგილის ანაზღაურება კი 2000 ლარის ნაცვლად 2850 ლარი იქნება. 

2050 ლარის ნაცვლად, თვეში 2950 ლარის ოდენობით ხელფასებს მიიღებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, 1600 ლარს კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. 

1900 ლარიდან 2300 ლარამდე გაიზარდა მერიის სამსახურის უფროსების სარგო, განყოფილების უფროსებისა კი 1500 ლარის ნაცვლად 1800 ლარი იქნება. 

საშტატო ნუსხის შესაბამისად, დღეისათვის ბოლნისის მერიაში 138, საკრებულოში კი 23 საჯარო მოსამსახურე მუშაობს. მათ შორის, 27 პოლიტიკური თანამდებობის პირია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]