weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

11:01 შაბათი, 20 იანვარი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხცადა, პრეზიდენტობის კანდიდატებზე ქართული ოცნება არ ჩამოყალიბებულა.

„ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვახორციელებ იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვან დადებით დინამიკას განაპირობებს. ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია სრული კონსოლიდაცია და დაწყებულ საქმეებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. ამ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე განხილვა უადგილოც არის, ჩემთვის უინტერესოც და ვფიქრობ, მუდმივად ამ თემის მუსირება ჩვენი გუნდისთვისაც დამაზიანებელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გასულ კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატებად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს განიხილავს. ეს ინფორმაცია დავით სერგეენკომაც უარყო, მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი გვარი არსად განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]