weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პარლამენტის წევრის ოჯახი 1 100 000 ევროს ღირებულების სამკაულებს ფლობს

17:37 კვირა, 21 იანვარი 2018
ფოტოზე შოთა შალელაშვილი ფოტოზე შოთა შალელაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილისა და მისი მეუღლის ირა ფიჩხაძის საკუთრებაში დაახლოებით 1 100 000 ევროს ღირებულების სამკაულები ირიცხება. ინფორმაცია პარლამენტარის მიერ 2017 წლის 30 დეკემბერს იქნა დეკლარირებული.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შოთა შალელაშვილის საკუთრებაშია 3 ცალი მაჯის საათი, რომელთა საერთო ღირებულება 270 000 ევროს შეადგენს. 

პარლამენტის წევრის მეუღლეს ირა ფიჩხაძეს კი საკუთრებაში აქვს 2009 – 2014 წლებში შეძენილი სამკაულები:

  • 3 ცალი ბეჭედი, ღირებული 120 000 ევროდ;
  • 2 საყურე, ღირებული 160 000 ევროდ;
  • 3 ცალი საათი, ღირებული 120 000 ევროდ:
  • 2 ყელსაბამი, ღირებული 250 000 გირვანქა სტერლინგად;
  • 3 სამაჯური, ღირებული 150 000 აშშ დოლარად.

შოთა შალელაშვილს საკუთრებაში აქვს 3 000 000 აშშ დოლარად შეფასებული 4 ფერწერული ტილო, ასევე 5 მსუბუქი ავტომანქანა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1 300 000 აშშ დოლარია. 

პარლამენტარის ოჯახს საკუთრებაშია 35 000 000 ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება: საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართობები და მიწის ნაკვეთები ისრაელში, მოსკოვში, თბილისში, ქობულეთსა და სამტრედიაში.

გარდა ამისა, შოთა შალელაშვილს საქართველოსა და ისრაელში არსებულ სამ სხვადასხვა ბანკში ანგარიშებზე 7 000 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა ერიცხება.  

შოთა შალელაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა. მანამდე იგი ბიზნესში საქმიანობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]