weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

11:02 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებთ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას“, - განაცხადა კოვემ.

მისივე ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობასა და წყნარი ოკეანის რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელებენ.

ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა შედიან დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია. ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]