weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

21:51 პარასკევი, 26 იანვარი 2018

კიევის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა აეკრძალა. ის ვალდებულია პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში და პროკურორის ნებართვის გარეშე არ გავიდეს კიევიდან.

ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტროსამაჯურით 24-საათიან შინაპატიმრობას ითხოვდა. ამ ზომის გამოყენების საჭიროებას პროკურორი იმით ასაბუთებდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს სხვა ეჭვმიტანილებთან ჩვენებები შეეთანხმებინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილმა „სამარცხვინო“ უწოდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს მისი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ განაახლებს საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით.

მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, სააკაშვილს კავშირი აქვს რუსეთში გაქცეულ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსთან, რომლისგანაც 500 ათასი დოლარი მიიღო უკრაინაში საპროტესტო აქციების მოსაწყობად. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს.

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა 8 დეკემბერს დააკავეს. 11 დეკემბერს პეჩერის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უარი თქვა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებაზე, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]