უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული სოციალური ქსელების დაბლოკვა ჯერ კიდევ თებერვალში მოითხოვა. შს მინისტრის მრჩევლის ზორიანა შკირიაკას განცხადებით, ВКонтакте და Одноклассники რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება და კონტროლდება.
„ბი-ბი-სი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში საიტით ВКонтакте 5,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს, Одноклассники-ს 3 მილიონი, ხოლო Facebook-ს 2,1 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
უკრაინის სანქციები რუსული ტელეკომპანიების (РБК, ТВ Центр, ВГТРК, НТВ Плюс и Звезда, ТНТ) მაუწყებლობის შეჩერებას და მათი აქტივების დაბლოკვასაც ითვალისწინებენ.
პრეზიდენტის ბრძანებულებით გაიზარდა იმ ფიზიკური პირების რიცხვი, რომელთა მიმართ უკრაინაში სანქციებია დაწესებული. ამჟამად უკრაინის „შავ სიაში“ 1228 ფიზიკური და 468 იურიდიული პირია.