weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თეა წულუკიანის მეუღლეს სუს-ში მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია

22:46 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია, მათი ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 4620 ლარია.     

თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას 2017 წლის 13 მარტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია. ნუგზარ კაკულიას ხელფასის ოდენობა იმავე წლის განმავლობაში 43 920 ლარს შეადგენდა, რაც, საშუალოდ, თვეში 4620 ლარია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო ნუსხის მიხედვით, აღნიშნულ თანამდებობაზე სარგოს ოდენობა 2018 წლის 1 იანვრამდე თვეში 2535 ლარი იყო, შემდეგ კი 3700 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, აღნიშნულ სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ფულადი ჯილდოს (პრემიის) და დანამატის გაცემასთან დაკავშირებით. 

ნუგზარ კაკულია 2014 წლის 3 ნოემბრიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი იყო, სადაც 2016 წლის 11 სექტემბრამდე მუშაობდა. ამ თანამდებობაზე მისი ანაზღაურება საშუალოდ თვეში 4240 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]