weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკრებულოებისგან ითხოვენ „საკუთარი ინიციატივით“ გაერთიანდნენ – თამარ კორძაია

11:07 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თამარ კორძაიას განცხადებით, „ცენტრში მომზადებულ“ ტექსტს უგზავნიან 7 საქალაქო და 7 სათემო საკრებულოს და მათგან მოითხოვენ „საკუთარი ინიციატივით“ დათმონ უფლებამოსილებები და გაერთიანდნენ.

„2014 წელს დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დასაწყისშივე შეფერხდა ხელისუფლებაში მყოფი რეტროგრადების მიერ. თუმცა, ასეთ ვითარებაში მოხერხდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შემოღება და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის გაჩენა, რაც რესპუბლიკელების განსაკუთრებული აქტიურობის დამსახურებაა. მას მერე, რაც ხელისუფლება გახდა ერთპარტიული, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წევრები, საჯაროდ აცხადებენ, რომ ეს იყო კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნებისადმი დათმობა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მკაფიოდ გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მზაობა, თვითმმართველობის სფეროში გამოვლენილი ინიციატივები და მიმდინარე მოვლენები არის ხელისუფლების მიტაცების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი“, – აცხადებს თამარ კორძაია თვითმმართველობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ რეგრესულ ამოცანას წყვეტენ სწორედ საბჭოთა, კომუნისტური მეთოდებით, კერძოდ

„ცენტრში მომზადებულ“ ტექსტს უგზავნიან 7 საქალაქო და 7 სათემო საკრებულოს და მათგან მოითხოვენ „საკუთარი ინიციატივით“ დათმონ უფლებამოსილებები და გაერთიანდნენ.

„ეს არის როგორც საქალაქო, ისე სათემო თვითმმართველობების საწინააღმდეგო ნაბიჯი. რესპუბლიკური პარტია და მისი წევრები საკრებულოში მზად ვართ, ფორმით და შინაარსით მმართველი პოლიტიკური გუნდის ძალადობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მივმართავთ საკრებულოებში მყოფ სახელისუფლებო პარტიის წევრებს, ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც, დაიცვან ამომრჩევლის პროგრესული და სამართლიანი და არა ხელისუფლების უსამართლო და რეგრესული ინტერესები“, – აღნიშნავს კორძაია.

თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ოზურგეთს, ამბროლაურსა და ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას გეგმავს 12-დან ისევ 5–მდე. რეგიონული განვითარების სამინისტროში დაადასტურეს რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]