weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამტრედიის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 8 ფრაქციიდან 3 გააუქმეს

12:03 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული შენიშვნის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ შექმნილი 8 ფრაქციიდან, 3 გააუქმეს.

„მთავრობის მხრიდან გარკვეული მითითებაც იყო, რომლის შესაბამისადაც ეს საკითხი დაიხვეწა. ასე უფრო მისაღებია. ახლა დარჩა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, „ქართული ოცნება – მრეწველები“, „ქართული ოცნება მწვანეები“, „სამტრედიელი პატრიოტები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - უთხრა საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიამ „რეგინფოს“.

სამტრედიის საკრებულოში ცხრა ფრაქცია 2017 წლის ნოემბერში შეიქმნა - „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – მრეწველები“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“, „ქართული ოცნება – მთიანი სოფელი“, „ქართული ოცნება – ახალგაზრდები“, „ქართული ოცნება – სამტრედიელები“ და „ქართული ოცნება – ერთობა“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2000 ლარია, მისი მოადგილის კი 1200 ლარი. ექვსი ფრაქციის ხელმძღვანელთა ხელფასებზე ყოველწლიურად 230 400 ლარი დაიხარჯება.

სამტრედიის საკრებულოში 33 წევრია, აქედან 18 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული წესით არის არჩეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]