weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღეს არ დგას - მიხეილ ჯანელიძე

12:37 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

„მქონდა საუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბუნდესტაგის წევრებთან. ყველასთან განვიხილე ის თანამშრომლობა, რაც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, მაგრამ გარკვეული კითხვები წარმოიშვა. აუცილებლად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, არამედ პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის გაცვლით შეგვიძლია იმ წუხილებს ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს ხელი შეუშალონ ამ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები ძირითადად ემსახურებოდა ტურისტულ მიზნებს, ბიზნესკავშირებისა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუმცა არის გარკვეული რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს არასწორად და არამიზნობრივად ითხოვენ.

თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დევნილია თავის ქვეყანაში პოლიტიკური წნეხის, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება, თუ ავიღებთ შვედეთის მაგალითს, საერთოდ არ მოხდა გასულ წელს, რადგან საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ თავისუფლებას და ასევე ბევრად უკეთ არის დაცული ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს იყო წლების წინ. ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კუთხით. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არალეგიტიმურია და არ კმაყოფილდება“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომას დე მეზიერმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოდან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]