weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვემო ქართლის გუბერნატორად გიგა ნემსაძე დაინიშნა

23:23 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

პრემიერ–მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორის ვაკანტურ თანამებობაზე გიგა ნემსაძე დანიშნა. გიგა ნემსაძე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია უფრო მეტად განვითარდეს და არსებული შესაძლებლობების მეტი რეალიზება მოახდინოს.

„რეგიონს აქვს ახალი გამოწვევები, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა. დარწმუნებული ვარ, გიგა თავისი გამოცდილებით და ახალგაზრდული ენერგიით, გუნდთან ერთად, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, გიგა ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის კვალიფიციური ეკონომისტი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე.

„როგორც იცით, რეგიონი საკმაოდ საინტერესო, მდიდარი და დიდი პოტენციის მქონეა. ჩვენ ამ ყველაფრის მაქსიმალურად გამოყენებას, ყველა საჭირო რესურსის მობილიზაციას ვაპირებთ, რომ რეგიონი უფრო განვავითაროთ. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანია, ძალიან ბევრი კარგი, მშრომელი ადამიანი ცხოვრობს. ძალიან ახლო ურთიერთობა გვექნება მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ყველა პრობლემურ საკითხებს გადავჭრით", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა წარდგენის შემდეგ.

მისივე თქმით, მედიისთვის მაქსიმალურად ღია იქნება.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა.

ქვემო ქართლის რეგიონის შემადგენლობაშია ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]