weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

15:23 შაბათი, 24 თებერვალი 2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი ხელმძღვანელი პირები, გია ჩიხლაძე და მამუკა კეკელია, რომლებიც ქრთამის აღების ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ აღკვეთის ღონისძიების სახით გია ჩიხლაძეს 90 ათას ლარიანი, ხოლო მამუკა კეკელიას 15 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, პროკურორი ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შოთა ბიჭიას განმარტებით, ამ ოდენობის გირაოს შეფარდება მოსალოდნელი საფრთხეების რისკების შესამცირებლად ძლიერი ბერკეტი იქნება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსი გია ჩიხლაძე და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა კეკელია 2017 წლის ნოემბერში დააკავა. როგორც მათ 23 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

ზუგდიდის სასამართლოში საქმის განხილვა 5 აპრილს, 15:00 საათზე განახლდება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]