weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

16:35 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. გიორგი მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მიაწოდა.

„საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე, მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკანონმდებლო ორგანომ კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პროცედურის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებზე ხელმოწერა და მათი გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]