„საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე, მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკანონმდებლო ორგანომ კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პროცედურის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებზე ხელმოწერა და მათი გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწევს.