weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის საკრებულომ იყალთოში „მეტროსთან ჯიხურების განთავსება“ აკრძალა

16:21 კვირა, 04 მარტი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების შესასვლელთან 5-მეტრიან რადიუსში არ დაიშვება ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება.

დადგენილება №24 თელავის თემის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელსაც 32 წევრიდან 20 ესწრებოდა. სხდომის ვიდეოჩანაწერი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული. 

დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან, - 2017 წლის 24 აგვისტოდან შევიდა ძალაში, რის შემდეგაც მასში რაიმე ცვლილება აღარ მომხდარა. 

ამავე დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთების განაშენიანებასთან დაკავშირებით განსაზღვრული ზოგიერთი რეგულაცია არ ვრცელდება აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საჰაერო-საბაგირო ნაგებობებზე, ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე

ამგვარი ჩანაწერების ნორმატიულ აქტში ასახვა, სავარაუდოდ, განპირობებულია ქალაქ თბილისის განაშენიანების გეგმის მექანიკური კოპირებით, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

 

მსგავსი თემები: 

ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული

ახმეტის საკრებულომ მეტროს სადგურების სახელდების წესი განსაზღვრა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]