weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთთან დიალოგის გარეშე ქართულ-რუსული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია – ბურჯანაძე

15:43 ორშაბათი, 05 მარტი 2018

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართულ-რუსული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებით. ბურჯანაძის თქმით, საქართველოში ბევრი ადამიანი იმედით უყურებს მის რეგულარულ ვიზიტებს მოსკოვში, რომლის ფარგლებში რუსეთის ხელმძღვანელებს ხვდება.

„რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის და პირდაპირი დიალოგის დაწყების გარეშე შეუძლებელი იქნება ქართულ-რუსული პრობლემების გადაჭრა“, - აღნიშნა მან სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში. 

ბურჯანაძეს მიაჩნია, მოსკოვიც არ დგამს პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც „კიდევ უფრო განამტკიცებდა საქართველოს მოქალაქეების აზრს რუსეთთან თანამშრომლობის და მჭიდრო კონტაქტის აუცილებლობასთან დაკავშირებით“. 

„სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრონ, მაგრამ საქართველოს მხირდან რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებზე არავინ მიდის, ამიტომ, ხალხი, რომელიც ხედავს, რომ მე, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი, შემიძლია ვესაუბრო რუსეთის მაღალი დონის ხალხს და მითუმეტეს რუსეთის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, იმედი აქვთ, რომ თუ ვიქნები აღჭურვილი ფართო უფლებამოსილებებით და ხალხის ნდობით, შევძლებ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას“, - განაცხადა ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ შანსებზეც ისაუბრა: „ყველა მეტნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ ჩემნაირი პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ გადამწყვეტი ნაბიჯების გდადგმა, საქართველოში არ არიან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]