weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 9 მარტს გაიმართება

12:29 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მერიის საშტატო ნუსხის და გაზრდილი ხელფასების დამტკიცების საკითხზე იმსჯელებენ, 9 მარტს, პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება.

მერიის მიერ წარდგენილი პროექტით მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასის მომატებაა გათვალისწინებული, მერის ხელფასი კი უცვლელი რჩება.

დოკუმენტის მიხედვით, მერის პირველი მოადგილის ხელფასი 400 ლარით იზრდება, მოადგილის - 300 ლარით, ხოლო სამსახურების უფროსების - 450 ლარით. ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ უარი თქვა საკუთარი ხელფასის 800 ლარით მომატებაზე, შესაბამისად, მისი თანამდებობრივი სარგო 2 650 ლარით არის განსაზღვრული.

იანვარ-თებერვალში საშტატო ნუსხის დაუმტკიცებლობის გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა 2 თვის ხელფასი ვერ აიღეს, რის გამოც მერი და მერიის თანამშრომლები 1-ელ მარტს გაიფიცნენ და მუშაობა 5 მარტს განაახლეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 წევრიდან 15 ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს, აქედან 11 „პატრიოტთა ალიანსს“. საკრებულოს უმრავლესობამ არაერთხელ უთხრა უარი მერიას ხელფასების ამ რაოდენობით გაზრდაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]