weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჰასან რუჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

17:37 შაბათი, 20 მაისი 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ჰასან რუჰანმა გაიმარჯვა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 40 მილიონი ბიულეტინიდან 68 წლის ჰასან რუჰანმა 23 მილიონი ხმა მიიღო.

20 მაისს გამართულ არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის მთავარი მეტოქე კონსერვატორი და ყოფილი პროკურორი ებრაჰიმ რაისი იყო. მის სასარგებლოდ ხმა 15.7 მილიონმა ადამიანმა მისცა. იბრაჰიმ რაისი დარღვევებზე საუბრობს და რუჰანს უბნებზე პროპაგანდაში ადანაშაულებს, რაც ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.

ჰასან რუჰანი პირველი ვადით პრეზიდენტად 2013 წელს აირჩიეს. მაშინ მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება თავისუფალი საზოგადოების შექმნა და ირანის საერთაშორისო იზოლაციის დასრულება იყო. მისი მმართველობის დროს ირანმა აშშ-სა და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან გააფორმა ხელშეკრულება და ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის ნაწილობრივ შეზღუდვაზე დათანხმდა. ამჯერად რუჰანის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები ინდივიდუალური და პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდაა.

ირანში პრეზიდენტი უმალესი არჩევითი თანამდებობის პირი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. პრეზიდენტის გარდა დიდი ძალაუფლება გააჩნია უზენაეს ლიდერს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს, სასამართლო სისტემას, სახელმწიფო ტელევიზიას და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო ინსტიტუტებს აკონტროლებს. ირანის უზენაესი ლიდერი (აიათოლა) 1989 წლიდან ალი ხამენეია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]