weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომელი მუნიციპალიტეტების მერების ხელფასი გაიზარდა 2018 წელს

16:34 პარასკევი, 16 მარტი 2018

საქართველოში არსებული 64 მუნიციპალიტეტიდან, 2018 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, 36 მერის ხელფასი გაიზარდა, 28 მერის ხელფასი კი არ შეცვლილა. ყველაზე მაღალ ხელფასს ქალაქ ბათუმის, ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მერები იღებენ, თითოეული - 4500 ლარს.

2018 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველი ქალაქის მერის ხელფასი (გარდა ქალაქ თბილისისა) 2750 ლარი იყო, ხოლო თვითმმართველი თემების მერებისა - 2650 ლარი. მერებისთვის ხელფასის მომატება 1-ლი იანვრის შემდეგ, - „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის ამოქმედების გამო დაიწყო.

გარდა აღნიშნულისა, ცალკეული მუნიციპალიტეტების მერების გაზრდილი ხელფასის ოდენობა ასეთია:4100 ლარი - მარნეული; 3950 ლარი - ბოლნისი; 3600 ლარი - თეთრიწყარო; 3500 ლარი - ახალციხე, ქედი, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო; 3310 ლარი - წალკა; 3300 ლარი - ქარელი; 3200 ლარი - ადიგენი, ახალქალაქი, გორი; 3100 ლარი - თელავი, ნინოწმინდა, ხაშური; 3000 ლარი - ოზურგეთი, საჩხერე; 2980 ლარი - ვანი, ხონი; 2960 ლარი - ჭიათურა; 2900 ლარი - დმანისი; 2850 ლარი - სამტრედია; 2800 ლარი - ამბროლაური, ზესტაფონი, მცხეთა, ხობი; 2750 ლარი - საგარეჯო.

დღემდე უცვლელი რჩება ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის ხელფასი - 3180 ლარი, ასევე ქალაქ ფოთის, ქალაქ ქუთაისისა და ზუგდიდის მერების ხელფასები, რომლის ოდენობა 2750 ლარია.

ჯერჯერობით არ გაზრდილა და ისევ 2650 ლარს შეადგენს 26 მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი: ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, თერჯოლის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს და ხარაგაულის. ასევე უცვლელია აბაშის მერის ხელფასიც, რომლის ოდენობა თვეში 2620 ლარია.

„რეგინფო“ წერდა, რომ მუნიციპალიტეტების მერებიდან ყველაზე ნაკლებ ხელფასს თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იღებს. მისი ანაზღაურება 2500 ლარი იყო, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან კი 2600 ლარი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]