weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში არჩევნების გამო ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარს დაკეტავენ

11:15 შაბათი, 17 მარტი 2018

რუსეთში ხვალ, 18 მარტს დაგეგმილსაპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გამშვებ პუნქტებს დროებით დახურავს.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების პერიოდის განმავლობაში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, 17 მარტის 21:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

არჩევნების დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 11 უბანში ხმას სამოქალაქო პირები მისცემენ, ორში კი რუსი სამხედროები. რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები მათი არჩევნებიცაა და არჩევნების დღეს მაღალი აქტივობა იქნება.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს მეოთხედ იყრის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]