weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო

09:58 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

საქართველოს პარლამენტმა, 21 მარტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 110-მა დეპუტატმა გაიარა, რომელთაგან 106-მა რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა რეზოლუციას მხარი დაუჭირა „ევროპულმა საქართველომ“.

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

ამასთან, მთავრობამ უნდა განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, წამებით მოკლეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 7 მარტს, ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო რაშიდ კანჯი-ოღლი და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]