weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ერთმანეთი ცემეს

18:26 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დაპირისპირება ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ რეგისტრაციის საკითხს მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ თქვა, რომ გელა თოლორაიას, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა, „უნდა ეყოს ვაჟკაცობა და საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს“. დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება წითლიძის ამ განცხადების შემდეგ დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დათა შელიამ ერთმანეთი ცემეს, რის გამოც სხდომა შეწყდა.

საკრებულოში პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმების თქმით, ჩხუბში მონაწილედეპუტატებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]