weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი მიზანია, ბარიდან მთაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავიდეს და დასახლდეს – პრემიერი

13:56 სამშაბათი, 27 მარტი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, 3 მილიონი მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის, 7 მილიონი ლარი კი, სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისთვის დაიხარჯება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. ამ პროგრამის მიზანია, არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს და მთიან რეგიონებში დასახლდეს.

პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით, გასული წლის განმავლობაში, ისარგებლა 7 300-მდე ოჯახმა, რომელსაც შეეძინა შვილი - ეს არის პირველ ორ შვილზე დამატებით 100, ხოლო 3 და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარი; პროგრამით ისარგებლა 70 000-მდე პენსიონერმა და ეს გახლავთ 20%-იანი დანამატი პენსიაზე; სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა პენსიაზე 100%-იანი დანამატით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში 35%-იანი დანამატით ისარგებლეს, როგორც სკოლებში, ისე პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებულმა პედაგოგებმა; 80 000-მდე ოჯახმა ისარგებლა მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით“,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამა,გაგრძელდება, გაფართოვდება და მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკისა და სტრატეგიის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, რომელსაც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]