weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

საქართველო ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს

14:46 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

საგარეო უწყება გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

„სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში, ქალაქ სოლბერიში 4 მარტს უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია დამზადებული.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. როგორც ტერეზა მეიმ განაცხადა, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებენ, რუსეთის მთავრობასთან კი მაღალ დონეზე ურთიერთობებს გაწყვეტენ. ამასთან, გაუქმდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი ლონდონში, გაფართოვდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გაიყინა რამდენიმე რუსი ბიზნესმენის ანგარიშები დიდ ბრიტანეთში. ტერეზა მეის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს 23 დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა.

სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ, კანადა, უკრაინა, საფრანგეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, დანია, იტალია, ნიდერლანდები და გერმანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]