weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ – გიორგი კვირიკაშვილი

22:02 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, თუმცა მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.

დღეს რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, გადაწყვეტილია თანამდებობიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის გათავისუფლება და მის ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის დანიშვნა. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, მათი წყარო ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობაზე ივლისამდე იქნება, რის შემდეგაც მას ან შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის ან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას გაზაფხულზე დატოვებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]