დღეს რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, გადაწყვეტილია თანამდებობიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის გათავისუფლება და მის ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის დანიშვნა. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
„რუსთავი 2“-ის ცნობით, მათი წყარო ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობაზე ივლისამდე იქნება, რის შემდეგაც მას ან შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის ან ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას გაზაფხულზე დატოვებდა.