weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სად ეტენებით, ვის უძვრებით? საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება შეცდომაა – ინაშვილი

00:31 პარასკევი, 30 მარტი 2018

„მძიმე ვითარებაა შექმნილი. ჩვენ ვართ პრაქტიკულად წინასაომარ ვითარებაში. ეხლა ისე ვითარდება მოვლენები, რომ მე მახსენდება 2008 წლის ომის წინა პერიოდი“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პირველი არხის ეთერში საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების საკითხზე საუბრისას.

„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. მთელი ტრაგიკომედია ამაშია. გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექტორის რიგითი თანამშრომელი თურმე უნდა გავუშვათ საქართველოდან მარტო იმის გამო, რომ ბოკერიამ და ბარამიძემ ისიამოვნოს. ამ ხალხის პასუხისმგებლობის საქმეა ჩვენი დაკარგული ტერიტორიები. შეცდომა იყო და შეცდომაა ვითომ სოლიდარობის გამოცხადების ნიშნით რუსეთის სექტორის თანამშრომლის გაშვება საქართველოდან. ვის ვუცხადებთ სოლიდარობას?

ოცი ათასი სამხედრო ცოტა ხანში დადგება ძალიან ახლოს. რუსეთი სამხედრო ტექნიკას აძლიერებს, შენდება სამხედრო ქალაქები. სიმშვიდე სჭირდება ამ ყველაფერს  და არა ის რომ სკრიპალის საქმეზე... სად ეტენებით? ვის უძვრებით? ჩვენი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე რაში გჭირდებათ ეს სოლიდარობის გამოცხადება?“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამით საქართველომ დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო.

დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ არაერთმა სახელმწიფომ განაცხადა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, უკრაინამ, პოლონეთმა, გერმანიამ და ა.შ.

დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება 14 მარტს მიიღო, რაც დაკავშირებულია 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილი იულიას მკვლელობის მცდელობასთან. მამა-შვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე კრიტიკულია. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფიქრობს, რომ სკრიპალების მოწამვლასთან რუსეთს აქვს კავშირი, რასაც კრემლი უარყოფს. 

სერგეი სკრიპალი დიდ ბრიტანეთში 2010 წლიდან იმყოფება, სადაც მას თავშესაფარი აქვს მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]