weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა

11:27 პარასკევი, 30 მარტი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა. მინისტრად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.

„ზურაბ ალავიძემ რამდენიმე დღის წინ მომმართა თხოვნით, რომ კერძო სექტორში აპირებდა დაბრუნებას. მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დარჩენაზე დამეყოლიებინა, რაც ვერ შევძელი. ზურა ყოველთვის იყო გამორჩეულად ეფექტური მენეჯერი, ბიუროკრატიის წინააღმდეგი და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი. მან ეს დაადასტურა საკუთარი მუშაობითაც მთავრობაში, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სადაც მან ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში - სივრცითი განვითარების კომპონენტში, სერიოზული პროგრესი აჩვენა. დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის რიკოთის მონაკვეთის პროექტი, ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა, მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც, ასევე, ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზა. წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა, რომელიც 2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.

„ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ისეთივე წარმატებით გაუძღვება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მთავრობის ადმინისტრაციაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ მაია ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება და სივრცითი განვითარების მიმართულებით ჩვენ კიდევ ვნახავთ ბევრ წარმატებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი იყო.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის 2005 წელს „ქართუ ჯგუფში“ საერთაშორისო ურთიერთობებების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. მაია ცქიტიშვილი 2009 წლიდან 2012 წლამდე შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]