weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ზვიადის გზა“ პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებას სთხოვს

12:25 პარასკევი, 30 მარტი 2018
ფოტოზე „ზვიადის გზის“  თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილი ფოტოზე „ზვიადის გზის“ თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ პარლამენტისგან საკანონმდებლო ცვლილებებს და „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტულად განწყობილ დანაშაულებრივი რეჟიმად აღიარებას, ასევე მისი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავების აკრძალვას ითხოვს.

წინადადება კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტს 2018 წლის 5 თებერვალს წარედგინა. გაერთიანება „ზვიადის გზა“ ითხოვდა, რომ შემოღებულ იქნეს ტერმინი „რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმი“, რაც გულისხმობს „2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მოქმედ სახელმწიფო მმართველობით რეჟიმს“. 

პროექტში აღნიშნულია, რომ, ამიერიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის წევრი, რომელსაც 2004-2012 წლებში ეკავა მაღალი თანამდებობა, არ შეიძლება დაინიშნოს შემდეგ თანამდებობებზე: მთავრობის წევრი, მინისტრის მოადგილე და სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, ცესკოს წევრი, გენერალური აუდიტორი და მის მოადგილე, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მათი მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დესპანი, კონსული, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, გუბერნატორი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრი, თავდაცვისა და შს სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული დანაყოფების მოსამსახურე, მოსამართლე, პროკურორი და სხვ., ასევე არჩეულ იქნეს პარლამენტში და  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ანდა იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მერი ან მისი მოადგილე.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული წინადადება 22 მარტს განიხილა და უარყოფითად შეაფასა. დასკვნაში, რომელსაც ხელს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აწერს, მითითებულია, რომ საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]