კონფერენციები 12:00 საათზე, მცხეთაში, კულტურის ცენტრ „სვეტიში“, 14:00 საათზე გორის თეატრში, 18:00 საათზე კი ახალციხის თეატრში გაიმართება.
კონფერენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.