weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად გადაიყვანეს

11:29 შაბათი, 31 მარტი 2018
ფოტოზე კახა სამხარაძე და აკაკი მაჭუტაძე ფოტოზე კახა სამხარაძე და აკაკი მაჭუტაძე

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე მუშაობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გააგრძელებს, ხოლო სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, სავარაუდოდ, შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნება.

დღეს ახალციხესა და გორში „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები ჩატარდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ახალ გუბერნატორებს ამ ღონისძიებაზე წარადგენს.

კახა სამხარაძემ შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დაიკავა. 2015-2016 ის შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კურატორი იყო. 2014-2015 წლებში კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება აკაკი მაჭუტაძეს, ის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. სხვადასხვა პერიოდში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]