პრემიერ-მინისტრის თქმით, ადამიანები რეგიონებში, ადგილზე გადაწყვეტენ, რა პროექტები დააფინანსონ და მათ საამისო ფინანსური რესურსი ექნებათ.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაც წარმატებით განხორციელდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გაძლიერება და რეგიონებში პარტიული ცხოვრების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული პოლიტიკური ხაზი ჩვენი პარტიისა და ხელისუფლებისთვის. ეს ითვალისწინებს თვითმმართველობების როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაძლიერებას მმართველობითი ფუნქციის ვერტიკალში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, განსაკუთრებით, ახალგაზრდულ ფლანგზე, ვინაიდან ვფიქრობთ, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით უფრო მეტია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს მცხეთაში „ქართული ოცნების“ დელეგატები აირჩიეს, რომლებიც მოგვიანებით პარტიის ყრილობაზე მმართველობით ორგანოებს აირჩევენ.