weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეს აირჩევენ და ხელფასების გაზრდაზე იმსჯელებენ

11:11 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. დღესვე მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.

რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მერიის მიერ წარდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, მერის თანამდებობრივი სარგო უცვლელი, 2650 ლარი დარჩება, მერის მოადგილეების, სამსახურების უფროსებისა და განყოფილების ხელმძღვანელებისთვის კი ხელფასის გაზრდაა გათვალისწინებული.

28 მარტს გამართულ სხდომაზე უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენა.

„პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრის დახმარებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი მას შემდეგ მოითხოვა, რაც საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას მეექვსედ უთხრა უარი მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსების ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]