weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს

13:23 ორშაბათი, 02 აპრილი 2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს ფოტო © პირველი არხი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან მის კანდიდატურას მხარი 21-მა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, 20 ხმით, „ქართული ოცნების“ წევრი ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.

გიორგი გოგიჩაიშვილი აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 28 მარტს, საკრებულოს წევრებმა ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთი იყო საქართველოში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა. საკრებულოს 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. ჩაჩანიძის გადაყენების საკითხს „ქართული ოცნება“ მანამდეც აყენებდა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, ვიდრე „პატრიაოტთა ალიანსის“ წევრთა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა.

ბორჯომის საკრებულო ასევე ერთადერთი იყო საქართველოში, რომელმაც უარი უთხრა მუნიციპალიტეტის მერიას, მერის, მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა. მერი და მერიის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით რამდენიმე დღით გაიფიცნენ კიდეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]