„თითოეული ეს ლარი, დოლარი თუ ევრო რა თქმა უნდა იხარჯება უმუშევრობის დაძლევასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. რეგიონში განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. მხოლოდ, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა 82 კმ გზის რეაბილიტაცია, დასრულდა წყალმომარაგების 3 პროექტი, საერთო ღირებულებით 8 მლნ ლარი, რითაც წყალმომარაგება გაუუმჯობესდა დაახლოებით 1000 ადამიანს. განხორციელდა სოფელ უდაბნოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დედოფლისწყაროში, „ნიკორციხის“ ხევში სატუმბი სადგურისა და მილსადენის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები. რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 43 315 ოჯახს; პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი და აქ მცხოვრებ 50 ოჯახს მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია.
ახალი საბავშვო ბაღები აშენდა - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, სოფელ წინანდალში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი აფენში და ქალაქ ყვარელში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში ბაღი დასრულების ეტაპზეა, - ჯამში ეს საბავშვო ბაღები 600 ბავშვს ემსახურება. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 127 საბავშვო ბაღს, პროექტების ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია.
რაც შეეხება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას - აშენდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს 1000 მოსწავლეზე გათვლილი და იორმუღანლოს 1000 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლები. 50 საჯარო სკოლას კი, ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა.
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. აქედან, რეგიონის 8 სოფელში - შალაური, კართუბანი, მაშნაარი, მუკუზანი, საქობიანო, კუჭატანი, არბოშჩიკი, უდაბნო - ახალი ამბულატორიები აშენდა. დედოფლისწყაროში აშენდა 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა. 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება. 27 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი.
კახეთის რეგიონში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 60 დევნილი ოჯახისთვის შესყიდულ იქნა კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ლაგოდეხში გაიხსნა იუსტიციის სახლი. ასევე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა კახეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, კაჭრეთში. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: სანიორეში, წნორში, ახალსოფელსა და უდაბნოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პარალელურად, კახეთში მზის ენერგიის ათვისების კუთხით ხორციელდება შესწავლითი სამუშაოები და ამ მიზნით 2 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.
პარტია „ქართული ოცნების“ საქალაქო კონფერენცია მედიისთვის დახურული იყო.