2011 წლიდან ე.წ. ელჩად დანიშვნამდე, მარატ კულახმეტოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. 2008 წელს კი რუსეთის სამშვიდობო ძალებს ხელმძღვანელობდა.
მარატ კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნის შესახებ განკარგულება პუტინის მიერ 23 მაისს არის ხელმოწერილი და გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე. პუტინის მეორე განკარგულება კი ელბრუს კარგიევის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება.
სააგენტო „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ე.წ. საელჩოების გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი 2009 წელს მოაწერა. ელბრუს კარგიევი კი ე.წ. ელჩის თანამდებობაზე 2008 წლის 24 დეკემბრიდან მუშაობდა.
კულახმეტოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს მეთაურობდა.