შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ზომებზე, რომელიც აფხაზურმა მხარემ მავნებელთან საბრძოლველად მიიღო. „აფხაზეთის ხელისუფლებამ ადგილებზე დროულად შეძლო შენაერთების მობილიზაცია, ორგანიზება გაუკეთა ხელით შეგროვებას, ქიმიურ დამუშავებას, დიდი სამუშაო ჩაატარა მოსახლეობასთან“, – განაცხადა მემცენარეობის დეპარტამენტის დირექტორმა პიოტრ ჩეკმარიოვმა.
სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან შეტანილ პროდუქციას ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსსელხოზნადზორი“) გააკონტროლებს
2 აპრილს, აზიური ფაროსანის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, „როსსელხოზნადზორმა“ დააწესა დროებითი აკრძალვა ოკუპირებული აფხაზეთიდან ხილის, ბოსტნეულის და ყვავილების შეტანაზე.
ფაროსანასთან საბრძოლველად რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსახლეობას მისი ხელით შეგროვებისკენ მოუწოდა და 1 კილოგრამი ფაროსანას შეგროვებაზე 1000 რუბლის ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესა.