weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაშურის მერს საჯარო მოსამსახურე ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

15:06 პარასკევი, 06 აპრილი 2018

ხაშურში, ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქალმა რეაგირებისთვის პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების შეტანას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტი 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატის სიმონ ნოზაძის ინიციატივით, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ხაშურის მერმა და მერიის სხვა თანამშრომლებმა სოფელ ცხრამუხაში, რესტორანში იქეიფეს.

„ვახშმის დამთავრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მანქანით წაყვანა შემომთავაზა. წინა სავარძლები ეკავათ მძღოლს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო მე უკანა სალონში მჯდომ მერის გვერდით აღმოვჩნდი, სადაც მან ჩემს გარდა კიდევ 2 საჯარო მოსამსახურე შემოიპატიჟა, ოღონდ მამაკაცები. მთვრალმა მერმა მანქანაში ხელოვნური სივიწროვით ისარგებლა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ჯერ მის მუხლებზე აღმოვჩნდი, შემდეგ კი, მთელი გზა, რესტორნიდან ხაშურამდე ჩემ შევიწროებას ახდენდა არაესთეტიური ქმედებებით“, - წერს მომჩივანი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მერიაში განმარტეს, რომ მერის საწინააღმდეგო კამპანია პარლამენტარ სიმონ ნოზაძის მხრიდან მოდის. მაჟორიტარი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ხაშურის მერმა სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება უარყო. „ეს არის ძალიან ბინძური ბრალდება ჩემს მიმართ და არის აბსოლუტური სისულელე. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ამას გაარკვევენ შესაბამისი ორგანოები და ცივილურად, როგორც საჭიროა დადგება ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, არიან ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც უნდათ, რომ ჩემს საქმიან რეპუტაციას, ჩემს პიროვნულ ღირსებას ზიანი მიაყენონ, რაც ნამდვილად ვიცი რომ არ გამოუვათ“, - განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა ადგილობრივ ტელეკომპანია „დია“-სთან ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]