weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო პატიებას ითხოვს

21:22 პარასკევი, 06 აპრილი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პატიებას ითხოვს საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევა შეურაცხყოფად მიიღო.

„ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას. თუმცა, სამწუხაროდ დიდი რეაქცია მოყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მომემართა.

20 წელია ვცდილობ ჩემ ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს... მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა - იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის - რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდექით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.

სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს.

პარლამენტში არჩევის პირველივე დღეებიდან არ მოვრიდებივარ ერთგვარად ტაბუდადებული თემის - სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების თუ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლებლობის წარმოჩინებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი - ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი - საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ“, - წერს მარიამ ჯაში „ფეისბუქში“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა ნინია კაკაბაძე 4 აპრილს აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 12. ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. მისთვის „ქართული ოცნების“ წევრთა მხარდაჭერამ, დაპირისპირება გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობაში. ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს. ფოფხაძის პროტესტს მხარს კიდევ რამდენიმე დეპუტატი უჭერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]