weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიამ საქართველო და სომხეთი შესაძლოა „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანოს

20:13 ორშაბათი, 09 აპრილი 2018

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი მხარს უჭერს გერმანიის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში საქართველოსა და სომხეთის, ასევე, მაროკოს, ტუნისის და ალჟირის შეყვანას, რათა ამ ქვეყნებიდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა განაცხადების დამუშავება დაჩქარდეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შს მინისტრის პრესმდივანმა შტეფან მეიერმა განაცხადა, რომ საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაღალია, თუმცა დადებით პასუხს განმცხადებელთა ძალიან მცირე რაოდენობა იღებს.

„უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს აღიარება, ვფიქრობ, სავსებით მისაღებია, მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა ამას უჭერს მხარს“, – აღნიშნა სტეფან მეიერმა.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 3462-მა და სომხეთის 3857-მა მოქალაქემ მოითხოვა.

2014 წლის სექტემბერში გერმანიამ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში სერბეთი, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიყვანა. მოგვიანებით აღნიშნულ სიაში ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგროც შევიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]