weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Freedom House-მა საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არაობიექტურად შეაფასა – პრემიერი

16:44 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკრიტიკა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის მაჩვენებლით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია.

კვირიკაშვილის თქმით, ორგანიზაციის შეფასება აბსოლუტურად არაობიექტურია.

„2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა და მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანაა. ეს არის მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, ადამიანის უფლებების დარგში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია, მარტო სტრასბურგის სასამართლოში 2010-2011 წლებში, წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი იყო. წელს ეს რიცხვი არის 70-ს ქვემოთ, რაც ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია, თუმცა არა თვითკმაყოფილების საბაბი. ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ.

„Freedom House-ის შეფასება აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი. ვფიქრობ, რომ Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ავრცელებს ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Freedom House-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაშია. დემოკრატიის მაჩვენებლით, საქართველოს 4,68 ქულა აქვს (1 ქულა ნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 კი ნაკლებად დემოკრატიულს), 2017 წელს კი 4,61 ქულა ჰქონდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა თავისუფალი მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]