„ე.წ. „სკრიპალების საქმის“ გამო ჩვენი ქვეყნის მისამართით დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებული დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის უსაფუძვლო გაძევებაზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შესაბამისი ნოტა დღეს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა.
საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პერსონად 29 მარტს გამოაცხადა. ამით საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.