weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ხაშურის და ხულოს საკრებულოებმა მეტროსადგურებში დაწესებული მოსაკრებელი გააუქმეს

14:11 ორშაბათი, 16 აპრილი 2018
ფოტოზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფოტოზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

„რეგინფოს“ მიერ 2018 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, ხაშურისა და ხულოს საკრებულოებმა თავიანთი დადგნილებები შეცვალეს და მეტროსადგურებისთვის შემოღებული დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმეს.

ხულოს საკრებულომ შესაბამისი ცვლილება 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში მიმდინარე წლის 9 მარტს შეიტანა, ხოლო ხაშურის საკრებულომ 3 აპრილს ძალადაკარგულად გამოცხადა 2015 წლის 2 თებერვალს მიღებული №8 დადგენილება და ახალი სამართლებრივი აქტი დაამტკიცა. 

შეგახსენებთ, რომ ხულოს საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებს და აეროპორტებს ევალებოდათ 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარის გადახდა. ხაშურის საკრებულოს დადგენილებით იგივე ტიპის ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრი იყო. 

გაუქმებულ დადგენილებში აღნიშნული ობიექტების აღნიშვნა, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან მექანიკურად იყო კოპირებული. 

მსგავს თემებზე „რეგინფოსმიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოს სარეკომენდაციო წერილები გაუგზავნარომლითაც სამართლებრივი აქტების გადასინჯვა და შეუსაბამო ჩანაწერების შესწორება მოითხოვა. 

 

მსგავსი თემა:

თელავის საკრებულომ იყალთოში „მეტროსთან ჯიხურების განთავსება“ აკრძალა

ბორჯომში მეტროს და აეროპორტების დასუფთავების მოსაკრებელია შემოღებული

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]