weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანონში ცვლილების შედეგად ბიუჯეტიდან დაფინანსებას „მრეწველთა“ პარტიაც მიიღებს

01:30 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და საბიუჯეტო დაფინანსებას „მრეწველების“ პარტიაც მიიღებს.

კანონპროექტს კენჭი 18 აპრილს მესამე მოსმენით ხელახლა უყარეს. მას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის დასამტკიცებლად სულ 75 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. აღნიშნული კანონპროექტი 23 მარტის პლენარულ სხდომაზე,  მესამე მოსმენით კენჭისყრისას ჩავარდა, რადგან მხარი მხოლოდ 71-მა დეპუტატმა დაუჭირა.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით „მრეწველთა“ პარტიამ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი დაკარგა.

26 ოქტომბერს, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი შესაძლოა მოიპოვონ იმ პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომლებსაც არჩევნებში 3%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილი თანხის მიღების უფლების გავრცელებას ასევე იმ პარტიისთვის, რომელიც მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრით/წევრებით წარმოდგენილია პარლამენტში და ჰყავს საპარლამენტო ფრაქცია.

აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებდა ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან 3%-ზე მეტს მიიღებდა.

კანონპროექტის ინიციატორები საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოდან“  არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით არჩეული წევრი გია ჟორჟოლიანი არიან.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსი 20 პარტიას ჰქონდა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით საერთო ჯამში 9 739 296 ლარი მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]