დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტების შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულომ 2018 წლის 13 აპრილს მიიღო.
დადგენილების თანახმად, საწვავის ყოველთვიური ლიმიტის პლასტიკურ ბარათზე და ჩიპზე ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა მოხდება მხოლოდ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებსა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ მოსამსახურეებზე. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, თანამდებობის პირებს შეიძლება დამატებით მიეცეთ საწვავი ლიმიტით დადგენილზე არაუმეტეს 20 %-ის ოდენობით.
მსგავსი თემები:
დედოფლისწყაროს მერი 45 000 ლარიან „ჯიპს“ ყიდულობს
დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა