weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტატუნაშვილის საქმემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა – ზახაროვა

10:36 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმემ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა.

„რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ჩაეჭიდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციისა, რაც ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო აგორდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაუმჯობესების უკან დახევა ვერ მოხერხდა. „ნორმალიზაციის ნაყოფი“ სრულად ნარჩუნდება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, მოსკოვი თბილისთან რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მიღმა არსებულ საკითხებს ვერ განიხილავს: „სწორედ ასეთი იყო ტატუნაშვილის ინციდენტი – საქართველოს მოქალაქისა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა. ქართულ მხარეს რეკომენდაციით მივმართეთ, ეს საკითხი სამხრეთ ოსეთთან განეხილა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტი „გაჯერებულია სამხრეთ ოსეთელებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ტოპონიმით „ცხინვალის რეგიონი“.

„თბილისმა დაანონსა მორიგი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. დოკუმენტის ტექსტში საუბარია, რომ რეკლამირებულ ქართულ შეღავათიან პროგრამებში მონაწილეობა აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთელებისთვის არ ნიშნავს, რომ იძულებულები იქნებიან საქართველოს მოქალაქეობის მიიღონ ან დაადასტურონ. ამით ოფიციალურმა თბილისმა როგორც იქნა აღიარა ის, რაც აშკარაა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები თავს არ თვლიან საქართველოს მოქალაქეებად და არ სურთ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი გულუხვი დაპირებების მიუხედავად.

ამის აღიარება იმედს გვიტოვებს, რომ თბილისი დროთა განმავლობაში შეძლებს პოლიტიკური რეალობის გაცნობიერებას და მიღებას. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ძმური სიყვარულის და შერიგების შესახებ ლამაზი დეკლარაციებიდან მუდმივად გამოსჭვივის მტრული განწყობა.

„საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის საოკუპაციო რეჟიმებად მოხსენიებას. ის უბიძგებს უცხოელ პარტნიორებს რესპუბლიკების ბლოკადისკენ; ისტერიკას აწყობს ევროკავშირის ქვეყნებში აფხაზეთის მიერ ჩატარებული ნებისმიერი კულტურულ-ჰუმანიტარული აქციის გამო; შლის ყველა სპორტულ შეჯიბრებას, თუ მასში აფხაზი სპორტსმენი მონაწილეობს“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

საქართველოს მთავრობამ 4 აპრილს ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია და გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ შორის ვაჭრობისა და განათლების მიმართულებებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]