„საქართველოსაც პრემიერი ჰყავს, როგორც ჩვენ კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 %-ით რუსია, კვირიკაშვილი კი 75 %-ით რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დაიწყო მოყოლა რუსეთის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე. ვინ ესაუბრა მას ასე? ყველაზე მარტივია მოშორება. ისინიც უკვე ამერიკული ჯაველინების, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, დემონსტრირებას ახდენენ. უკრაინაც და ისინიც. ეს გვინდა?
ბევრ რამეში, რაც ჩვენს გარშემო ხდება, თვითონ ვართ დამნაშავე. ამიტომაც გვიწევს ურთიერთობის ნორმალიზება იქაც და აქაც. დახმარებას ვითხოვთ 5 და 7 ათასი კილომეტრის იქით, იმიტომ, რომ ახლობელ ხალხს არ შეგვიძლია ურთიერთობების დალაგება. ამიტომაც დავიწყეთ ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებები, სახეზეა პოლიტიკური კონტაქტების დონის ამაღლება, ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ აღმოსავლური პარტნიორობის კონსტრუქციული პოტენციალი და უნდა ვიმუშაოთ გამყოფი ხაზების დაძლევაზე. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არანაირი გამყოფი ხაზი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტში, სადაც ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვით წარსდგა.
ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მარტის ბოლოს ჩამოვიდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მან თავის კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა.
ამ თემაზე:
რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და ლუკაშენკომ – პრემიერის პრესსამსახურის განმარტება